E-commerce კატალოგის სპეციალისტი — ოტო მოტორსი

ოტო მოტორსი — ლოგო
ოტო მოტორსი

E-commerce კატალოგის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ოტო მოტორსში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის E-COMMERCE გვერდზე შეძლებენ სავალი დეტალების მიმართულებით კატალოგის შექმნას.

ეს არის მოქნილი დისტანციური სამუშაო, სადაც თქვენი შემოსავალი დაკავშირებული იქნება შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე.

ვაკანსიის დასახელება - e-commerce კატალოგის სპეციალისტი

სამუშაო ფორმატი - დისტანციური

რას გააკეთებთ?

  • ავტომობილის სავალი ნაწილების თავსებადი მოდელების მოძიება სხვადასხვა საძიებო სისტემებში და ვებ გვერდებზე
  • ამოღებული ინფორმაციის გენერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
  • პროდუქციის აღწერილობის & სპეციფიკაციების განსაზღვრა წინასწარ გაწერილი ინსტრუქციით, რომელიც ასევე ხდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
  • პროდუქციის შესაბამისი ფოტო მასალის მოძიება და სათანადო აღწერილობით კომპანიის ვებ გვერდზე განთავსება

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, იყოს დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და ჰქონდეს სწავლისა და განვითარების სურვილი.

კანდიდატს უნდა შეეძლოს

  • კომპიუტერს თავისუფლად მუშაობა
  • ინტერნეტისა და საძიებო სისტემების ეფექტურად გამოყენება
  • ინფორმაციის სწრაფად მოძიება და დამუშავება, მოძიებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება
  • ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება

რას გთავაზობთ?

  • სრულიად დისტანციურ სამუშაოს
  • მოქნილ სამუშაო დროს
  • შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას თქვენი მუშაობის შესაბამისად
  • თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას სამუშაო პროცესში
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას

არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.