Dyson-ის ბრენდ ამბასადორი- ისთ ფოინთი — ჯეოტეკ დისტრიბუცია

ჯეოტეკ დისტრიბუცია — ლოგო
ჯეოტეკ დისტრიბუცია

Dyson-ის ბრენდ ამბასადორი- ისთ ფოინთი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია", მსოფლიო ბრენდების (Dyson, Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საქართველოში Dyson-ის მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Dyson-ის ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** ახალი მოდელების შესწავლა;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი";
დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი;