დურგალი — კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი — ლოგო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

დურგალი

₾1417 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტრუქტურული ქვედანაყოფი:

სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის დურგალი

დაქვემდებარება:

  • უშუალო ხელმძღვანელი
  • უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
  • პირდაპირი ხელმძღვანელი
  • განყოფილების უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • სამხედრო სკოლაში სადურგლო და კომპეტენციის ფარგლებში სახარატო სამუშაოების შესრულება;
  • ყოველდღიურად განახორციელოს სამხედრო სკოლაში არსებული ყველა ობიექტის გეგმიური დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს გამართულობის შესახებ, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
  • მუდმივ წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დროულად გადაიტანოს სახელოსნოდან ხის ნარჩენები;
  • მასზე მიმაგრებული აგრეგატების ექსპლუატაციის წესების დაცვა და დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს ჯგუფის უფროსს;
  • სადურგლო სახელოსნოში დამონტაჟებული ხის დამამუშავებელი აგრეგატების მუშაობის პრინციპის ცოდნა.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

ხარისხი (სავალდებულო):

საშუალო

  • სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ხარისხი (სასურველი):

  • საშუალო-პროფესიული
  • სასურველია შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

გამოცდილება:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მინიმუმ 2 წლის გამოცდილება

ცოდნა:

  • სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
  • სადურგლო სახელოსნოსა და ხის დამამუშავებელი აგრეგატების ექსპლუატაციის წესების ცოდნა
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • ელექტრო აგრეგატებთან, მინის საჭრელ და ხის დასამუშავებელ ხელსაწყოებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების ცოდნა;

კომპეტენციები

კომუნიკაცია:

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)

სხვა უნარები:

  • უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო
  • კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)

ხელფასი: 1417 ლარი