DP მასწავლებლები
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას IB Diploma Programme (DP)-ის მასწავლებლების პოზიციებზე შემდეგ საგნებში:
- ქართული ლიტერატურა
- Language B: ინგლისური
- ბიზნესის მენეჯმენტი
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- მათემატიკა: Analysis and Approaches
- მათემატიკა: Applications and Interpretation
- ისტორია
- გლობალური პოლიტიკა
აღნიშნულ პროგრამაზე ყველა საგნის სწავლება (გარდა ქართული ლიტერატურისა) მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამისი საგნის მყარი აკადემიური მომზადება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია აკადემიურ დონეზე)
- კრიტიკული აზროვნება და განსხვავებული ხედვების მიღების მზაობა
- სწრაფვა უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ
- მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების მზაობა
- სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირების მზაობა
უპირატესობად ჩაითვლება:
- ფორმალური პედაგოგიური განათლება (საგანმანათლებლო ხარისხი ან/და სერტიფიკატი)
- სწავლების გამოცდილება, განსაკუთრებით საერთაშორისო ან IB პროგრამებში.
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- თანამშრომლობით და ინოვაციურ სასკოლო კულტურას
როგორ უნდა მოგვმართოთ:
info@cea.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ იმ საგნის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.