დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი — სამშენებლო კომპანია ანაგი

სამშენებლო კომპანია ანაგი — ლოგო
სამშენებლო კომპანია ანაგი

დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამშენებლო ობიექტი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის რაოდენობა: 1

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება საჭიროების შესაბამისად;
  • დოკუმენტების დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;
  • მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;
  • სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება;
  • ობიექტზე ყოველდღიური ანგარიშების წარმოება და დამკვეთთან გაგზავნა;
  • დამკვეთთან წერილობითი ურთიერთობა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად;
  • ობიექტის თანამშრომლების გაფორმება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ელექტრონულად დაარქივება;
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში/განიხილება სტუდენტიც;
  • კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულების ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2026.