დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობის მენეჯერი
ავეჯის სახლი "ვერონა" გაიხსნა 2013 წელს და ფუნქციონირებს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის 51-ში. კომპანია ახორციელებს ავეჯის, სამზარეულოს, სამზარეულოს ტექნიკის, განათების სისტემების, ხალიჩების, დეკორაციებისა და აქსესუარების იმპორტს და რეალიზაციას.
"ვერონა"აცხადებს ვაკანსიას დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობის მენეჯერის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.
"ვერონა" თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიონალური ზრდის, საზღვარგარეთ მოგზაურობის და ტრენინგების გავლის, კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობებს. ჩვენი კორპორაციული კულტურა დამყარებულია გუნდურობასა და ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ფუნქციათა გადანაწილების პირობებში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტიმულირებისთვის აქტივობების ორგანიზება;
- ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, კორპორაციულ მყიდველებთან შეხვედრების გამართვა, პრეზენტაციების მოწყობა, საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კომპანიის კორპორაციული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- დიზაინერების, არქიტექტორების, კორპორაციული მყიდველების წარმომადგენლების საზღვარგარეთ, კომპანიის მომწოდებელ ქარხნებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომპანიების სარეალიზაციო პროდუქციის და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელების არხების შექმნა-განვითარება;
- პოტენციური შემსყიდველების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიზაინერებთან და არქიტექტორებთან მსგავსი პროცესებით თანამშრომლობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოჯახო, სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის კორპორაციული გაყიდვების სფეროში წარმატებით განხორციელებული პროექტები;
- დიზაინის/არქიტექტურის/გაყიდვების სფეროში უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- გაყიდვების ტექნიკის, სპეციფიკისა და კორპორაციული გაყიდვების ჩვევების კარგად ცოდნა.
სხვა მოთხოვნები: მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი).
ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით 3000 (სამი ათასი) ლარი და გაყიდვების მოცულობიდან პროცენტული ბონუსით.
კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან.