დიზაინ ადმინისტრატორი — ბაუმერი

ბაუმერი — ლოგო
ბაუმერი

დიზაინ ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

"ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიზაინ ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროექტის დოკუმენტაციის ორგანიზება, განახლება და არქივაცია პროექტში.
  • პროექტების მიმდინარეობისა და ინფორმაციის განთავსების მონიტორინგი შიდა საკომუნიკაციო პლატფორმაზე.
  • პროექტის გრაფიკების, ვადებისა და დავალებების ადმინისტრაციული მონიტორინგი.
  • შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება და შეხვედრის ოქმების წარმოება.
  • შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია და მართვა (დამკვეთი, კონსულტანტები, აუთსორსი).
  • საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების, ინვოისებისა და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.
  • რესურსების დაგეგმვის მხარდაჭერა.
  • ფაილების და ვერსიების მართვა (version control).
  • პროექტის დახურვის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა.
  • ტენდერულ დოკუმენტაციაზე მუშაობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (არქიტექტურა, საინჟინრო, მენეჯმენტის მიმართულებით).
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი.
  • შეხვედრების მართვის და დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
  • Microsoft Office (განსაკუთრებით Excel, Word) პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მიხეილ მაჭავარიანის ქუჩა 65.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
  • მივლინება საქართველოს მასშტაბით: თვეში საშუალოდ 2-3 დღე.