დისტრიბუციის უფროსი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტრიბუციის უფროსი (ტრადიციულ (TT) ობიექტებზე აღმოსავლეთ საქართველოში).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების დინამიკური ზრდა;
- გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
- გეგმების შესრულების კონტროლი;
- თანხის ამოღების კონტროლო;
- დაბრუნებების კონტროლი;
- პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
- პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
- პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება;
- ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
- გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- აქტიური;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- ფიტპასს და კორპორაციულ დაზღვევას.