დისტრიბუციის უფროსი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტრიბუციის უფროსი (ტრადიციულ (TT) ობიექტებზე აღმოსავლეთ საქართველოში). სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ). ფუნქცია/მოვალეობები: ** გაყიდვების დინამიკური ზრდა; ** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა; ** გეგმების შესრულების კონტორილი; ** თანხის ამოღების კონტროლო; ** დაბრუნებების კონტროლი; ** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება; ** პარტნიორებთან შეთანხმების შესრულების მონიტორინგი; ** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება; ** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც Food and Beverage მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება); ** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; ** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; ** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ** ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.