დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ანაზღაურება: 2900 ლარი (NET)
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარაგების მართვა და კონტროლი. ყოველდღიური შიდა ინვენტარიზაცია, SKU/BULK მარაგების გადამოწმება და მარაგების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა;
- პროდუქციის შენახვისა და ხარისხის კონტროლი, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და სამაცივრო სისტემის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის მონიტორინგი;
- მიწოდებისა და განაწილების პროცესების კოორდინაცია, მაღაზიის მენეჯერებთან და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა, შეუსაბამობებისა და ლოგისტიკური პრობლემების დროული გადაწყვეტა;
- პროდუქციის განაწილების მართვა. პროდუქტების, მიწოდების ვადებისა და პრიორიტეტების მიხედვით განაწილების ორგანიზება;
- სასაწყობო დოკუმენტაციის მართვა. ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტაციის კონტროლი, კორექტირება/გაუქმება და შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა;
- ყუთების რეალიზაციის კონტროლი;
- საწყობის თანამშრომლების მართვა. ღამის ცვლის თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზება, კონტროლი და ეფექტური მართვა;
- უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა - საწყობის მართვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.