დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოჯისტიკის კონტროლერი
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ფუნქცია- მოვალეობა:
- დისტრიბუციის მძღოლების სამუშაო პროცესის კონტროლი და ოპერატიული მხარდაჭერა;
- სადისტრიბუციო მანქანების მითვლის და დატვირთვის პროცესის სწორი წარმართვა დოკუმენტაციის მიხედვით;
- ავტომობილების საწვავის გაცემა, საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მონიტორინგი;
- საგზაო ჯარიმების აღრიცხვა, კონტროლი და დროული რეაგირება;
- ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
- სადისტრიბუციო მანქანების ტემპერატურის ყოველდღიური კონტროლი და რეპორტინგი;
- მძღოლებთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ყოველდღიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;
კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.