დისტრიბუტორი მძღოლი- რუსთავი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" კომპანია აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.
მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
მისამართი: ქ.რუსთავი
ანაზღაურება: 1800-დან
სამუშაო განრიგი-შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები:
- სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
- ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
- კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
- სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
- ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ტრანსპორტირება და მიწოდება;
- უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მაღაზიებში, ან გასაღების წერტილებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- B1-C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.