დისტრიბუტორი- ქუთაისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ქუთაისში, საკუთარი მიკროავტობუსით.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. სამშაბათი-შაბათი 09:00 - 18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე. კვირა-ორშაბათი.
ანაზღაურება: 1550 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
აუცილებელია პირადი სამარშუტო ავტომობილის ყოლა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
- მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
- სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია პირადი სამარშუტო მანქანა.
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."