დისტრიბუტორი — კომპანია ორბიტა

კომპანია ორბიტა — ლოგო
კომპანია ორბიტა

დისტრიბუტორი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, მისი რეალიზაციის მიზნით;
  • სარეალიზაციო საქონლის გადატანა და რეალიზაციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება განსაზღვრული მარშრუტით;
  • შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან მითვლა და სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობის მიხედვით მისი მიწოდება;
  • ავტომობილის ექსპლუატაციისა და კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის წესების დაცვა;
  • პროდუქციის მახასიათებლის ცოდნა;
  • სამართავად გადაცემული ავტომობილის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დამსაქმებლის ხარჯებით ავტომობილის აღჭურვა საწვავ-საპოხი მასალით;
  • ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლისას დამსაქმებლის დროულად ინფორმირება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინირება;
  • მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში გაწეული სამუშაოს შესახებ წერილობითი ან ზეპირი ანგარიშის წარდგენა;
  • ობიექტებიდან თანხის ამოღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია (პრიორიტეტულია C კატეგორია);
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება და თბილისის უბნების ცოდნა;
  • მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება.

ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1400 ლარი + ბონუსი.

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ფიტპასი.