დისტრიბუტორი — T&R Distribution

T&R Distribution — ლოგო
T&R Distribution

დისტრიბუტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური.

დისტრიბუტორი პასუხისმგებელია კონკრეტულ ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციის პროცესის მართვაზე, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფაზე, სავაჭრო ობიექტებთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებასა და სავაჭრო მიზნების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მოიძიოს ახალი ობიექტები, აწარმოოს მათთან მოლაპარაკება, ააწყოს ოპტიმალური ქსელი და მუდმივად იმუშაოს მის გაფართოებაზე;
  • შეასრულოს დადგენილი რუტა სრულად და ჯეროვნად [აღნიშნული განსაზღვრულია რუტკონტროლის მიხედვით];
  • გაყიდვების გეგმების შესრულება შესაბამის ტერიტორიაზე;
  • განახორციელოს რეგულარული ვიზიტები სავაჭრო ობიექტებში და უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან;
  • მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
  • უზრუნველყოს ქსელში კომპანიის სრული ასორტიმენტის მუდმივი არსებობა;
  • გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების მართვა და დროული შევსება;
  • სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული და უპირატესი ურთიერთობის ჩამოყალიბება კონტრაქტორებთან;
  • სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განლაგება, შესაბამისი პლანოგრამის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციის გადალაგების პროცესში მონაწილეობა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
  • ანაზღაურება/ბონუსი : თვეში საშუალოდ 2500 – 3000 ლ
  • პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა)

პიროვნული უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.