დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გ. ხანცთელის N2
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00-18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
- მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
- სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.