დისტანციური თანამშრომელი — სონო კრედიტ

სონო კრედიტ

დისტანციური თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური თანამშრომლის პოზიციაზე.

სწავლება/დატრენინგების პერიოდი 2-დან 3 კვირამდე, ფილიალში.

სამუშაო ადგილი: დისტანციური

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების მეშვეობით მომხმარებელთან კომუნიკაცია.
  • მომხმარებლების საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება/აღმოფხვრა ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.
  • მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია და შესაბამისი დახმარების/სერვისის შეთავაზება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft office, Google drive).
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დროის მენეჯმენტი და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს და შეამოწმოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
  • დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.