დისტანციური მომსახურების მენეჯერი-დღე/ღამე
თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 05/06/2026
დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშო დღე
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი:
- უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს;
- სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს;
- მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში;
- აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში.
შენ გექნება შესაძლებლობა:
- შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
- მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
- გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
- იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
- ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე;
- სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
- დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა.
კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გამოტივირებს სხვების დახმარება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება;
- გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც;
- ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის;
- გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა