დისტანციური ბანკირი
"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები:
- პოზიციის დასახელება: დისტანციური ბანკირი
- სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკის მომხმარებელთა მომსახურება ფილიალში, ადგილზე მისვლით, წარმომადგენლობით ოფისში და დისტანციური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (სატელეფონო შემომავალი და გამავალი ზარი, ელექტრონული ფოსტა, ჩათი) ბანკში არსებული პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ფიზიკური და იურიდიული კლიენტების იდენტიფიცირების მოხდენა, კერძოდ დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმება, პიროვნებისა და დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება, დოკუმენტის ასლის შექმნა და ასლი დედანთან სისწორის დამოწმება. დოკუმენტის ასლის შენახვა არსებული წესის შესაბამისად;
- მომხმარებელთა საკითხების იდენტიფიცირება, არსებული რესურსებით ეფექტური გადაწყვეტა და პროცესის შემდგომი მონიტორინგი;
- მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის მობაილბანკთან/ინტერნეტბანკთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, სისტემაში ინციდენტის რეგისტრაცია და სტანდარტების შესაბამისად კლიენტთან უკუკავშირი;
- მომხმარებლების დეტალური და ზუსტი ინფორმირება საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე (მაგ. ანგარიშები, ბარათები, სესხები, დეპოზიტები და ა.შ.), საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მათი ინფორმირება;
- მომხმარებლის მხრიდან არასტანდარულ საკითხებზე უფლებამოსილ პირთან ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისთვის პასუხის დროულად დაბრუნება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლის მოთხოვნილებების სიღრმისეული ანალიზი და მისი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ოპტიმალური საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
- ბანკის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა მომხმარებელელთა მოთხოვნილებიდან გამომდინარე;
- მომხმარებელთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება ბანკის სიახლეების, ახალი პროდუქტების, აქციებისა და არსებული სერვისების ცვლილებების შესახებ;
- შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა და კოორდინაცია კლიენტთა ოპერაციების შეუფერხებელი შესრულებისთვის;
- მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე მუდმივი ზრუნვა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
განათლება/გამოცდილება:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით;
- სასურველია საბანკო ან ფინანსურ სფეროში გამოცდილება;
- მომხმარებელთა პირისპირ მომსახურების გამოცდილება.
კომპეტენცია/უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- სხარტი აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ემპათია;
- დროის ეფექტური მართვა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრეზენტაბელურობა და პროფესიონალური ქცევის ეტიკეტი პირად შეხვედრებზე;
- ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი ფიზიკური მომსახურებისას და დისტანციური არხების საშუალებით;
- საბანკო პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა.
ენები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.