დისპეტჩერი, საოპერაციო მენეჯერი
კომპანია "North Star Logistics" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერისა და საოპერაციო მენეჯერის პოზიციებზე.
კომპანია წარმატებით ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას ამერიკის ტერიტორიაზე 2016 წლიდან.
დისპეტჩერი/სამუშაოს აღწერილობა:
- სისტემაში შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
- შეკვეთის ღირებულების დათვლა და შეთავაზების მომზადება/გაგზავნა;
- კომუნიკაცია დამკვეთთან შეთავაზების დეტალებზე;
- კომუნიკაცია მძღოლებთან;
საოპერაციო მენეჯერი/სამუშაოს აღწერილობა:
- დისპეტჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
- შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
- მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
- მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
- აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან 01:00-მდე (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება:
- დისპეტჩერი - კვალიფიკაციიდან გამომდინარე არის ზრდადი, 1000 ლარი + 10% ბრუნვიდან (2500 ლარიდან);
- საოპერაციო მენეჯერი - 1500 ლ ფიქსირებული.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.