დისპეტჩერი — იზივეი

იზივეი

დისპეტჩერი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საკურიერო და ლოჯისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი თვეში;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ, შაბათი და კვირა დასვენება;

მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის გზავნილების აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად;
  • ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
  • საკურიერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ამანათების დასტიკერების/დანათების პროცესის მონიტორინგი;
  • გზავნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში;
  • მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან;
  • მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.