დისპეტჩერი
"Discarry LLC" არის აშშ-ის ბაზარზე მოქმედი სატრანსპორტო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების გადაზიდვაზე (Car Hauling).
კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ დისპეტჩერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს თბილისში და იმუშავებს ამერიკულ ლოჯისტიკურ ბაზარზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
დისპეტჩერის მთავარი ამოცანაა მის პორტფელში არსებული მძღოლების ეფექტურად დატვირთვა, მათი მარშრუტებისა და მაქსიმალურად მომგებიანი რეისების დაგეგმვა.
ძირითადი მოვალეობებია:
- აშშ-ის ბაზარზე ავტომობილების გადასაზიდი ტვირთების მოძიება;
- Load Board-ებთან მუშაობა;
- ბროკერებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
- გადაზიდვის ფასზე მოლაპარაკება და საუკეთესო შესაძლო Rate-ის მიღება;
- მძღოლებისთვის ოპტიმალური მარშრუტებისა და რეისების დაგეგმვა;
- Pickup და Delivery დეტალების კოორდინაცია და კონტროლი;
- მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- მიმდინარე რეისების კონტროლი და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარება;
- თითოეული მძღოლის კვირის შედეგებისა და შემოსავლის მაქსიმიზაციაზე მუშაობა;
- გადაზიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სწორად მართვა.
ვის ვეძებთ?
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც აქვს:
- ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა - განსაკუთრებით სასაუბრო ინგლისური;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- სწრაფად აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერით თავისუფლად და სწრაფად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
აშშ-ის ლოჯისტიკის ან დისპეტჩინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში;
- ამერიკული ლოჯისტიკის სფეროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- რეალურ შესაძლებლობას, რომ შენი შემოსავალი პირდაპირ იყოს დაკავშირებული შენს შედეგებთან ზედა ზღვრის გარეშე;
- გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობისა და Car Hauling ინდუსტრიის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიის გაფართოებასთან ერთად;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass-ს.
სხვა დეტალები:
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, კოსტავას ქუჩა (სამუშაო არ არის ჰიბრიდული ან დისტანციური)
- გრაფიკი - ამერიკის სამუშაო საათებზე მორგებული
- სამუშაო განაკვეთი - სრული