დისპეტჩერი — ლოტუსი

ლოტუსი — ლოგო
ლოტუსი

დისპეტჩერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ლოტუსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

შპს "ლოტუსი" წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებად ტაქსოპარკს თბილისში, რომელიც მართავს ასზე მეტ ავტომობილს და ორიენტირებულია სერვისის ხარისხზე, ეფექტურ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • 100-ზე მეტი ავტომობილის ყოველდღიური მონიტორინგი GPS სისტემისა და ტაქსოპარკის შიდა პლატფორმის გამოყენებით
  • მძღოლების კონტროლი, მხარდაჭერა და კოორდინაცია 24 ან 12-საათიან ცვლაში.
  • დარღვევების აღმოჩენა და დროული რეაგირება (მაგ. სიჩქარის გადაჭარბება, წესების დაუცველობა და მძღოლების არაკეთილსინდისიერების გამოვლენა)
  • ბრძანებების გადაცემა და დროული კომუნიკაცია მძღოლებთან
  • ცვლაში მუშაობის გეგმის დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
  • სისუფთავის, ფორმისა და მანქანის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მონიტორინგის ჯგუფთან კოორდინაციით
  • პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტთან გადაცემა და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება დისპეტჩერის ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების უნარი (GPS, Microsoft, TSheets ან ანალოგიური)
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება, რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

  • ცვლაში მუშაობა - 24 საათი ყოველ მესამე დღეს ან 12 საათიანი ცვლა ყოველ მეორე დღეს.
  • მუშაობა თანამედროვე ოფისიდან თბილისში (ა. ბელიაშვილის ქ. 57)
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მზარდი ბონუს სისტემა 1500 ლარი
  • სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფა
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და წვდომა ტრენინგებზე

დამატებითი უპირატესობები:

  • გამოცდილება ტაქსოპარკთან ან ლოგისტიკურ კომპანიასთან მუშაობაში
  • მართვის მოწმობა
  • სისწრაფე და ოპერატიულობა პრობლემების გადაჭრაში
  • ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დასაქმების პროცედურა:

შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთ კვირიანი ტრენინგი და ერთ თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.