დირექტორის თანაშემწე
კომპანია: allstone/ოლსთოუნ
პოზიცია: დირექტორის თანაშემწე
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური B2 დონეზე ცოდნა (თურქულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
- MS Office (Word, Excel, PowerPoint).
- სასურველია, პიარსა და მარკეტინგში გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში მოსული სტუმრების მიღება და დახვედრა;
- ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
- კორესპონდენციის მართვა და აღრიცხვა: გაგზავნა, მიღება (ჩაბარების დასტური), ადრესატისთვის გადაცემა;
- ფოსტის მიღება-გაგზავნა;
- სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრის ჩანიშვნა (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა);
- სასტუმროების და ავიაბილეთების დაჯავშნა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით.
ჩვენთან გელოდებათ:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
კანდიდატთა შერჩევა:
- კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი (ანაზღაურებადი).
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, იუნკერ შალვა ერისთავის N5 (ბელიაშვილის მიმდებარედ).
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი 10:00-18:00, კვირა დღე დასვენება.
ხელფასი: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (ზრდის პერსპექტივით).
განიხილება CV რომელიც იქნება ფოტო სურათით.