დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრაციული მენეჯერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის / ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:30)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- დირექტორის სამუშაო კალენდრის, შეხვედრებისა და დღის წესრიგის მართვა;
- დირექტორის მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და შესრულების სტატუსის კონტროლი;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან მიმდინარე საკითხებზე კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის დროული მოპოვება.
- დირექტორის შეხვედრებისთვის საჭირო ინფორმაციისა და მასალების მომზადების/მობილიზების უზრუნველყოფა;
- კომპანიაში მიმდინარე პროექტებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი;
- საქმიანი კორესპონდენციისა და ელექტრონული ფოსტის მართვა, ინფორმაციის ფილტრაცია და პრიორიტეტიზაცია;
- შიდა და გარე შეხვედრების ორგანიზება, ვიზიტორებისა და პარტნიორების მიღების კოორდინაცია;
- დირექტორის საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობის ორგანიზება — ავიაბილეთები, სასტუმრო, ტრანსფერი და სხვა საორგანიზაციო საკითხები;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციული საჭიროებებისა და საოფისე მარაგების კონტროლი, მომწოდებლებთან შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
- დოკუმენტაციის მიღების, დახარისხების, სისტემატიზაციისა და არქივიზაციის პროცესის ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ოქმების/შეჯამებების მომზადება და შემდგომი მოქმედებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- დირექტორის/ხელმძღვანელის ასისტენტის, ადმინისტრაციული მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საქმიანი კომუნიკაციისა და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოების უნარი.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."