დირექტორის ასისტენტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პასუხისმგებლობები:
- დირექტორის სამუშაო დღის, შეხვედრების, დავალებებისა და მიმდინარე საკითხების მართვა და კონტროლი;
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
- ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა;
- ვიზიტორების მიღება და შეხვედრების ორგანიზება;
- კომპანიის დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, სისტემატიზაცია და არქივიზაცია;
- საოფისე მარაგების ნაშთების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
- მოწესრიგებული;
- აქტიური;
- ორგანიზებული;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.