დირექტორის ასისტენტი
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 19:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ოფიციალური წერილების, დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მომზადება;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
- პარტნიორებთან, პაციენტებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- შიდა ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
- ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და ორგანიზებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ ან სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე — წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარით;
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება