დიასახლისი- ვარკეთილი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

დიასახლისი- ვარკეთილი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე!

მოთხოვნები:

  • შრომისა და საქმის სიყვარული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • საწარმოო ინვენტარის რეცხვა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სამზარეულოს დალაგება და მოწესრიგება;
  • სველი წერტილების დასუფთავება;
  • დღის ბოლოს ნარჩენების გატანა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: 1300-1500 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.