დიასახლისი- წიწამური — ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი — ლოგო
ვაკო მოტორსი

დიასახლისი- წიწამური

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი დიასახლისის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • დამატებით დასვენების დღეებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • საოფისე ფართებისა და შესაბამისი ინვენტარის ყოველდღიური დალაგება/დასუფთავება;
  • ოთახებისა და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება;
  • სამზარეულოში წესრიგის უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი საშუალებების (ქაღალდები, საპონი) შევსების უზრუნველყოფა;
  • სარეცხი/სახეხი საშუალებების მარაგების კონტროლი და დეფიციტის შემთხვევაში ოფის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ოპერატიულობა;
  • პუნქტუალობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 1400 ლარი ნეტი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 16:00 სთ;

სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.