დიასახლისი- თბილისი, რეგიონები — სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა — ლოგო
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

დიასახლისი- თბილისი, რეგიონები

₾1320 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დიასახლისის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • დროის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, კვების ობიექტის მუდმივ რეჟიმში სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, შეკვეთა და მათი რაციონალურად ხარჯვა/გამოყენება;
  • ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ინსტრუქციების (უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, გამოყენების წესის დაცვა და კონტროლი) შესაბამისად გამოყენება;
  • HACCP სტანდარტის დაცვა;
  • კვების ობიექტის პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
  • ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;

ანაზღაურება: დღეში - 60.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"