დიასახლისი- ქუთაისი — Kutaisi Bazaar Hotel

Kutaisi Bazaar Hotel

დიასახლისი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Kutaisi Bazaar Hotel არის ბუტიკური სტილის 8-ნომრიანი სასტუმრო & ბარი, სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას.

გუნდში ვეძებთ მონდომებულ და პასუხისმგებლობიან დიასახლისს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს სისუფთავის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

სამუშაო გრაფიკი: სრული / ცვლების მიხედვით

ანაზღაურება: ფიქსირებული

ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17

მოვალეობები:

  • სასტუმროს ოთახებისა და საერთო სივრცეების დასუფთავება
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სამუშაო წესების, ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა
  • ნომრების სრული მომზადება ახალი სტუმრების მისაღებად, ჯავშნის დეტალების გათვალისწინებით მინი-ბარის შემოწმება
  • შესაბამისი აღრიცხვა ნომრებში არსებული ტექნიკური ხარვეზების ან დაზიანებების ოპერატიული იდენტიფიცირება და პასუხისმგებელი პირისთვის შეტყობინება
  • სტუმრებთან საკომუნიკაციო დისტანციის დაცვა

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ