დიასახლისი/დამლაგებელი
კომპანია "არქიდეა" (Archidea LTD) შოურუმისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვ. პეტრიაშვილის 25, სადაც წარმოდგენილია ავეჯის, სანათების და სახლის აქსესუარების პროდუქცია, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა: დიასახლისი პასუხისმგებელია შოურუმში, პერსონალის ოთახებში სისუფთავისა და ჰიგიენის შენარჩუნებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მტვრის გადაწმენდა;
- იატაკის დასუფთავება, მოწმენდა;
- შოურუმის მოწესრიგება, დალაგება;
- სამუშაო მაგიდების მოვლა/დასუფთავება;
- ნაგვის ურნების დაცლა და ნარჩენების გატანა;
- საწმენდი საშუალებებისა და მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების მოთხოვნა.
შოურუმის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- ზოგადი დასუფთავების სამუშაოების (დაგვა, მოწმენდა, მტვრის წმენდა);
- მსგავს გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების საბაზისო სტანდარტების ცოდნა (ქიმიური საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება/შენახვა).
დროის მართვისა და ორგანიზების კარგი უნარები, დავალებების ეფექტურად შესასრულებლად.
პუნქტუალურობა, საიმედოობა და როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი.
პირობები:
- სრული განაკვეთი: 10:00-17:00 კვირაში 5 დღე
- დასვენების დღე შაბათი-კვირა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი