დიასახლისი- ბათუმი — სასტუმრო Hilton Batumi

სასტუმრო Hilton Batumi — ლოგო
სასტუმრო Hilton Batumi

დიასახლისი- ბათუმი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება Hilton-ისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
  • საწოლების მოწესრიგება და თეთრეულის გამოცვლა დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
  • აბაზანისა და სანიტარული კვანძების დასუფთავება და დეზინფექცია.
  • ნომრებში სტუმრისთვის განკუთვნილი მარაგების (amenities) შევსება.
  • აღმოჩენილი ტექნიკური დაზიანებებისა და გაუმართაობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა.
  • სამუშაო აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
  • სტუმრის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • დადგენილი ჰიგიენის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულება.
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.

უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიზუსტე და აკურატულობა
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება
  • დისციპლინირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურა
  • პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი პირისთვის გადაცემის უნარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • მეგობრული გუნდი, ჯანსაღი სამუშაო გარემო და ძლიერი კორპორატიული კულტურა
  • ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
  • ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
  • უფასო კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
  • სამოგზაურო პროგრამა GO Hilton;
  • ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ