დიასახლისი — ბეკო

ბეკო — ლოგო
ბეკო

დიასახლისი

₾1370 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე 26 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ამჟამად საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 98 სავაჭრო წერტილს.

კომპანია გამოირჩევა: კადრების პროფესიონალიზმით, მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით და სტრატეგიით - "ცვლილება უკეთესობისკენ".

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის 2

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1370 ლარი (ხელზე ასაღები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება და/ან პროფესიული
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიასთან და შრომითი ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა პოზიციისთვის. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.