დიასახლისი
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი #199
ანაზღაურება: 1 000 (ათასი) ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (2 სამუშაო დღე მზარეულის დამხმარედ 3 დღე დასუფთავების პოზიციაზე), 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- შესვენებაზე კვებით უზრუნველყოფას;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
ძირითადი მოვალეობები:
- 2 დღე - მზარეულის დახმარება თანამშრომლების სადილის უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოებში;
- 3 დღე - სამუშაო ობიექტზე სისუფთავეზე ზრუნვის საჭირო დალაგება-დასუფთავების სამუშაოები;
სასურველი უნარ–ჩვევები:
- სისუფთავეზე ზრუნვა და დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება;
- საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების ცოდნა;
- კეთილგანწყობილი და თავაზიანი ურთიერთობები როგორც გუნდში ისე გარე საზოგადოებასთან.