დიასახლისი
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში დიასახლისის პოზიციაზე.
პოზიციის სახელწოდება: WVG- Housekeeper
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მორიგეობა, ორი დღე დასვენება.
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით. დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარში სისუფთავის უზრუნველყოფა შესაბამისი სანიტარული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დღის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს ცენტრის ტერიტორიის სისუფთავე;
- დაიცვას სანიტარული ნორმები, ასევე უსაფრთხოების ნორმები შენობის დალაგების პროცესში;
- უზრუნველყოს ჰიგიენის საშუალებების გონივრული განკარგვა და შენახვა შესაბამის ადგილას;
- აქტიურად ითანამშრომლოს ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
- კონფიდენციალურად დაიცვას ნებისმიერი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე;
- დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ანალოგიური სამუშაო გამოცდილება;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა კომუნიკაციისას (განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 ივლისი