დიასახლისი
ბუტიკის ტიპის პატარა სასტუმრო სოლოლაკში - ვეძებთ პასუხისმგებლობიან დიასახლისს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.
პასუხისმგებლობები:
- სასტუმროს ოთახების და საერთო სივრცეების მოწესრიგება და დასუფთავება;
- ოთახებში ყველა საჭირო ნივთების სასტუმროს წესების მიხედვით განთავსება;
- დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება;
- დასუფთავების ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
- ტექნიკური ხარვეზების შესახებ შეტყობინება, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას;
- პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი: ამაღლების 15, l შესახვევი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, 6 საათიანი სამუშაო დღე.