დიასახლისი
ახალი ბრენდული სასტუმრო "Novotel Tbilisi Center" (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ დიასახლისს.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ძირითადი დასუფთავების მოვალეობების შესრულება, მათ შორის თეთრეულის გამოცვლა, პირსახოცების გამოცვლა და განლაგება, საპირფარეშოს ნივთების შევსება, მტვერსასრუტით წმენდა, მტვრის წმენდა და ნომრის მოწესრიგება სტუმრების გასვლის შემდეგ;
- დამლაგებლების გუნდთან ერთად მუშაობა თითოეულ ცვლაში;
- ქიმიკატების გამოყენება სტანდარტების შესაბამისად და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ოთახების და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
- სასტუმროს მთელი ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი;
- სტუმრების დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
- პერსონალისა და საწყობების სისუფთავის შენარჩუნება;
- ნებისმიერი დაზიანების, დეფიციტის ან დარღვევის შემთხვევაში ხელმძღვანელის ან მენეჯერის ინფორმირება;
- სხვა განყოფილებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია.
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური/რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია სამუშაო საათების მოქნილობა;
- მცირე ზედამხედველობის ქვეშ მუშაობისა და მაღალი დონის შესრულების შენარჩუნების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული;
- ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
- პროფესიონალური და მეგობრული გარემო
- ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე ასაღები
- სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
- საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
- კვება თანამშრომლებისთვის
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.