დიასახლისი
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 33 მაღალი კლასის ოთახებსა და ლუქსებს.
ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის, ვეძებთ ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.
საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე და ენერგიული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმრო ოთახების და საზოგადოებრივი სივრცეების, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით დალაგება;
- ზოგადი სისუფთავის უზრუნველყოფა.
თქვენ მიიღებთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
- ანაზღაურება 1100 ლარი.
- გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება. 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე