დიასახლისი
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!
"m²" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე და დასრულებისას კომპანიის სათავო ოფისის ოთახების დალაგება-დასუფთავება;
- სამუშაო დღის განმავლობაში კომპანიის სათავო ოფისის ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა, დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
- ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი და მართვა;
- კომპანიის (სათავო ოფისის) სამზარეულოს და სველი წერტილების დალაგება-მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.