დიასახლისი — გეფა

გეფა — ლოგო
გეფა

დიასახლისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP) ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.

"გეფა", როგორც დამსაქმებელი, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს ისეთ კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
  • კვების დაფინანსებას;
  • სატრანსპორტო მომსახურებას (სარაჯიშვილის მეტროდან).

ჩვენი სამუშაო პირობებია!

  • ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00;
  • მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13; ეველინა თავაძის 14 (ყოფილი ფეიქრების 14).

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • საწყობის ტერიტორიის დასუფთავება სტანდარტების მიხედვით;
  • ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საშუალო განათლება.

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • გუნდთან მეგობრული და დროული კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

  • კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
  • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ