დიასახლისი
შვეიცარიული სკოლა თბილისში აცხადებს დიასახლისის ვაკანსიას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
- სკოლის სასწავლო, ადმინისტრაციული და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
- საკლასო ოთახების, დერეფნების, სველი წერტილების და სხვა სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ავეჯის, იატაკის, მინის ზედაპირებისა და სხვა ინვენტარის სათანადო მოვლა;
- დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება;
- საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის სივრცეების მომზადება და შემდგომ მოწესრიგება;
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- შენიშნული დაზიანებების, ხარვეზების ან საჭიროებების შესაბამისი პირისთვის დროული შეტყობინება;
- სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
- პუნქტუალურობა და დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულების უნარი;
- ბავშვებთან და სკოლის თანამშრომლებთან თავაზიანი და კორექტული კომუნიკაცია.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.