დიასახლისი
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ციტრუსი", რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში და გთავაზობთ 36 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს, რესტორნებს, ბარს და სათათბირო ოთახებს აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
- მენეჯერის მითითებების შესრულება.
კომპანია გთავაზობთ:
- მოქნილ და თანამშრომელზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურება 1000 ლარი და დამატებითი კვარტალური პრემიები;
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას).
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.