დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი — იზივეი

იზივეი

დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი
  • გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 21:00 საათამდე
  • მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

  • აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
  • ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
  • საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
  • პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

  • პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
  • ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
  • საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი

ჩვენი უპირატესობები:

  • გამართული სამუშაო პროცესი;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.