დღის მოლარე-რეგისტრატორი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
- პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე.
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
- დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
- სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
- მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
- პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
- სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.