დღის და ღამის მორიგე - სტაჟიორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას დღის და ღამის მორიგის პოზიციაზე მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში.
სტაჟირება გაგრძელდება ერთი თვე და წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მიწისძვრების მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა ბაზაში გადატანა
- დიდ მიწისძვრაზე ოპერატიული რეაგირება
- საგნენებო სიტუაციების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში)
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია) სტუდენტებს
ქცევითი კომპეტენციები:
- ოპერატიულობა
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
- პუნქტუალობა
სამუშაო პირობები: არასრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა
26 ივნისის ჩათვლით.