სასტუმრო
დღის ადმინისტრატორი / ღამის ადმინისტრატორი
₾1000 ₾
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
ავლაბარში მდებარე სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დღის ადმინისტრატორისა და ღამის ადმინისტრატორის პოზიციებზე
ხელფასი: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.
- სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
- ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან.
- მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.
- სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
- შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
- Fina-ში მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.
- ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.
- Fina-ში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- 12 საათიანი მორიგეობა.
- 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.
- პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.
- მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.