დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი- გორი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. გორში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.
წარმატებული ერთწლიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში.
გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი.
მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
გაითვალისწინეთ:
- რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
- აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.