DevOps ინჟინერი — თბილინო

თბილინო

DevOps ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "თბილინო" ეძებს DevOps ინჟინერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენი პლატფორმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის მართვასა და განვითარებაზე.

ჩვენი სისტემა განთავსებულია Hetzner-ის სერვერულ გარემოში და გვჭირდება ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის სტაბილურ, უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობას.

პოზიციაზე პასუხისმგებელი იქნები:

  • Hetzner ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებაზე და ოპტიმიზაციაზე;
  • სერვერების, ქსელისა და სისტემური კომპონენტების მართვაზე;
  • აპლიკაციის განთავსების პროცესების ავტომატიზაციაზე (CI/CD);
  • სისტემების მონიტორინგსა და წარმადობის გაუმჯობესებაზე;
  • უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვასა და კონტროლზე;
  • Backup
  • დეველოპმენტ გუნდთან თანამშრომლობაზე ახალი ფუნქციების გაშვებისას.

მოთხოვნები:

  • DevOps ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • სერვერების კონფიგურაციის, ოპტიმიზაციის და პრობლემების დიაგნოსტირების უნარი;
  • Docker და Docker Compose-თან მუშაობის გამოცდილება;
  • CI/CD პროცესების აწყობისა და მართვის გამოცდილება (GitHub Actions, GitLab CI ან მსგავსი);
  • Git სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
  • Nginx/Apache ვებ-სერვერების კონფიგურაციის გამოცდილება;
  • SSL სერტიფიკატებთან და დომენურ კონფიგურაციებთან მუშაობის ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (PostgreSQL, MySQL ან სხვა);
  • Backup სისტემების დაგეგმვისა და აღდგენის პროცესების ცოდნა;
  • სერვერების უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა (Firewall, SSH, მომხმარებლების უფლებები);
  • მონიტორინგის და ლოგების ანალიზის გამოცდილება;
  • Production გარემოში გაშვებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

  • Kubernetes-ის ცოდნა;
  • Terraform ან სხვა Infrastructure as Code ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომატიზაციის სკრიპტების წერის გამოცდილება (Bash/Python);
  • მაღალი დატვირთვის ვებ-პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

თუ გინდა იმუშაო მზარდ ტექნოლოგიურ პროდუქტზე შემოგვიერთდი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ