დერმატო-ვენეროლოგი — მედკაპიტალი

მედკაპიტალი

დერმატო-ვენეროლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დერმატო-ვენეროლოგის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ადგილმდებარეობა: გლდანი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
  • კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამის სპეციალობაში ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.